LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს მილიონერები ემატება

558

2026 წელს მსოფლიოში მილიონერთა რაოდენობა 43%-ით გაიზრდება.
მომავალ ათწლეულში მოსალოდნელ აფეთქებას აზიის კონტინენტზე არსებული რესურსები გამოიწვევს. ეს პერიოდი წარმატებული იქნება ასევე ჩინელი და ინდოელი ბიზნესმენებისთვისაც და ამ ქვეყნებში ზედმეტად შეძლებულ ადამიანთა რაოდენობა მინიმუმ 140%-ით გაიზრდება.
ექსპერტთა აზრით, საკმაოდ პერსპექტიულია ჩრდილოეთ ამერიკაც, სადაც საშუალოდ 96 ათასი მდიდარი ადამიანი ცხოვრობს და მათი რაოდენობა კიდევ 31%-ით გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ მილიონერები თავისი ფულის 24%-ს უძრავი ქონების შეძენას ახმარენ და როგორც წესი, სახლებს არა საკუთარ ქვეყნებში, არამედ საზღვარგარეთ ყიდულობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები