LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს მასშტაბით საშობაოდ დაგეგმილი 4000-ზე მეტი ფრენა ომიკრონის გამო გადაიდო

143
N4PKP2D45JGWLMYDJRQQJTKAFI

საშობაოდ დაგეგმილი 4000-ზე მეტი ავიარეისი მსოფლიოს მასშტაბით გადაიდო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

Flightaware – ის მონაცემებით, მსოფლიოში პარასკევს და შაბათს გაუქმებული 4000-ზე მეტი ფრენის მეოთხედი შეერთებულ შტატებში იყო.

ფრენის გადადების საფუძველი ეკიპაჟის წევრების ინფიცირება გახდა. მათი კონტაქტები კი იძულებული გახდნენ, თვითიზოლაციაში გადასულიყვნენ.

ავიაკომპანია United Airlines ადასტურებს, რომ ფრენების გადადება ომიკრონის შტამის გავრცელებას უკავშირდება.

“ომიკრონის მასშტაბურ გავრცელებას ამ კვირაში პირდაპირი გავლენა ჰქონდა ავიაკომპანიის თანამშრომლებზე, შედეგად ჩვენ მოგვიწია ფრენების გადადება, მგზავრებს, ვისაც ავიარეისი დაჯავშნილი ჰქონდა ვატყობინებთ გადადების შესახებ და ვწუხვართ, მაქსიმალურად ვცდილობთ მათ დაგეგმილ არდადეგებზე წასვლა მოახერხონ” – ნათქვამია United Airlines-ის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები