LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაზის ლეგენდები თბილისში – თბილისის 24-ე ჯაზფესტივალი წვიმიანი ჰანგებით

2481
page

ფოტოს ავტორი: გია გოგატიშვილი

ჯაზს წვიმა უხდება? – ეს გემოვნების საკითხია, თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისის ჯაზ-ფესტივალს წვიმა არ ტოვებს. ტრადიცია არც წელს დაირღვა. 6 ივლისს,  ფესტივალის გახსნაზეც იწვიმა და დასკვნით კონცერტზეც, თუმცა მიუხედავად ამინდისა, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეზო სტუმრების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩიოდა.

წლევანდელი თბილისის ჯაზფესტივალის პროგრამა და Covid Free გარემო, რომელსაც მისულ სტუმრებს შესთავაზებენ

თბილისის რიგით 24-ე ჯაზფესტივალზე საზოგადოების წინაშე ტრადიციულად  მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები წარდგნენ. სია ასე გამოიყურება:  ჯაზის გიგანტი ბრენფორდ მარსალისი, 5 „გრემის“ ჯილდოს მფლობელი ანტონიო სანჩესი, დონი მაკკასლინი, მიგელ ზენონი, სკოტ კოლი და იამაიკელი ჯაზის ლეგენდა მონტი ალექსანდერი,  ტრიოსთან ერთად, სწორედ ამ უკანასკნელმა დახურა 8 ივლისს ფესტივალი.

წვიმის მიუხედავად გახსნამ  გრანდიოზულად ჩაიარა, ფესტივალის ჰედლაინერი ანტონიო სანჩესი იყო, რომელმაც ქართველ საზოგადოებას სცენიდან გულითადი მოკითხვა შეუთვალა და თბილი დამოკიდებულება მთელი კონცერტის მსვლელობისას იგრძნობოდა. ცნობისთვის, ის უდიდეს მუსიკოსებთან თანამშრომლობდა და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მას საოცრად საინტერესო ახალი პროექტი აქვს, რომლის პრემიერაც სწორედ თბილისში შედგა.

თბილისის ჯაზფესტივალი 6 ივლისს ანტონიო სანჩესის პროექტის პრემიერით გაიხსნება

თვალშისაცემი იყო დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება, როდესაც მონტი ალექსანდერმა იამაიკური ჰანგები და ჯაზ-სტანდარტი ერთმანეთს შესანიშნავად შეუხამა. მან არაერთი ცნობილი კომპოზიცია შეასრულა. გულუხვი აპლოდისმენტები მოჰყვა ლეგენდარული ჯორჯ გერშვინის ცნობილ კომპოზიციას, Summertime, რომელიც მონტიმ და მისმა ტრიომ ვირტუოზულად შეასრულეს.

დასკვნით კონცერტზე ბობ მარლის ჰიტის, No Woman, No Cry ჯაზური ვერსიაც გაჟღერდა, რამაც პუბლიკა აამღერა კიდეც.

მანამ სანამ ფორტეპიანოს, დასარტყამი ინსტრუმენტებისა და კონტრაბასის ხმის ჟღერადობას წვიმის წვეთებიც შეერეოდნენ, ალექსნდერმა მოასწრო და ქართულ აუდიტორიას თავისი დაწერილი კომპოზიცია, River წარუდგინა და დამსახურებული ოვაციებიც დაიმსახურა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები