LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ერთ-ერთ სიმპატიურ პრემიერს ქვები დაუშინეს – რას აპროტესტებენ კანადელები

65
ჯასტინ

კანადის პრემიერი ჯასტინ ტრიუდო მსოფლიოს სიმპატიურ პოლიტიკოსების რეიტინგში ბოლო რამდენიმე წელია ათეულში ხვდება, სიმპატიურ პრემიერებს შორის კი სამეულში მყარი ადგილი უკავია.

ქვეყანაში მის მიერ გატარებული პოლიტიკითაც კმაყოფილი იყვნენ და მომავალ არჩევნებშიც ბევრი წარმატებას უწინასწარმეტყველებდა.

თუმცა, როგორც ჩანს, მუდმივი არაფერია, მათ შორის არც მოსახლეობის კეთილგანწყობა. ჯასტინ ტრიუდოთი უკმაყოფილება კი კორონავირუსს უკავშირდება.

კანადის პრემიერ-მინისტრს მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, მაშინ, როცა ავტობუსში ბრუნდებოდა, ქვები დაუშინეს, – წერს BBC.

ინციდენტის დროს ტრიუდო არ დაშავებულა.

ცნობისთვის, მთავრობის მეთაური კამპანიას ატარებს 20 სექტემბრის არჩევნებთან დაკავშირებით. ტრიუდოს კამპანიას ბოლო პერიოდში არაერთი ინციდენტი ახლავს თან.  ერთი კვირის წინ კანადის პრემიერ-მინისტრი იძულებული გახდა, გაეუქმებინა საარჩევნო მიტინგი, რადგან აქციაზე მისი მოწინაააღმდეგეები მივიდნენ. 

დემონსტრანტები, ზოგიერთ სფეროში დასაქმებულთა მოსალოდნელ სავალდებულო ვაქცინაციასა და კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები