LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ახალი ბრენდები, ახალი ფილიალები რეგიონებში და სხვა უამრავი სიახლე „ისი-პარისგან“

760
55744423_2216683375055568_3503459451036237824_n

არსებული მაღაზიების რებრენდინგი, ახალი ფილიალების გახსნა სრულიად საქართველოს მასშტაბით და მსოფლიოში ახლადგამოჩენილი ბრენდების შემოტანა ქართულ პარფიუმერულ ბაზარზე – ეს იმ გეგმების მცირე ჩამონათვალია, რომლის შესრულებასაც პარფიუმერული კომპანია „ისი-პარი“ მომხმარებელს მიმდინარე წელს პირდება.

კომპანია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ, კერძოდ 29 მარტს 24 წელი შეუსრულდა, განვითარებას განაგრძობს და მომხმარებელს მუდმივად სიახლეებს სთავაზობს.

„ამ 24 წლის განმავლობაში ჩვენმა კომპანიამ განვითარების უამრავი ეტაპი გაიარა და როგორც ბიზნესმა, მრავალი სირთულე გადალახა. მოგეხსენებათ, „ისი-პარი“ ქართულ ბაზარზე  სწორედ მაშინ გამოჩნდა, როცა ქვეყანაში სილამაზისა და გართობისთვის არავის ეცალა. ეს 1995 წელს მოხდა, როცა ქვეყანაში ეკონომიკურ-სოციალური კრიზისი და სხვა ბევრი ცუდი რამ ხდებოდა. მიუხედავად ამისა, „ისი-პარიმ“ მაინც შეძლო ბაზარზე გამოჩენა, თავის დამკვიდრება და მომხმარებელთა სიყვარულის მოპოვება. დღეს ჩვენ უკვე 24 წლის, ძალიან ძლიერი კომპანია ვართ, რომელსაც ენდობიან მომხმარებლები და მათი ნდობა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია“, –  აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბრისას „ისი-პარის“ მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხატია შამუგიამ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე „ისი-პარი“ ქვეყნის მასშტაბით 20 ფილიალითაა წარმოდგენილი, თუმცა იგეგმება მაღაზიათა ქსელის კიდევ უფრო გაფართოება.

„2019 წელს აქცენტს რეგიონებზე ვაკეთებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ვიყოთ წარმოდგენილები და საქართველოს ნებისმიერ წერტილში შეძლოს ჩვენმა მომხმარებელმა „ისი-პარის“ პროდუქციის შეძენა. რამდენიმე თვის წინ განახლებული, არსებულზე უფრო დიდი და ახალი კონცეფციის მაღაზია გავხსენით ქუთაისში. დაახლოებით ერთ კვირაში მეორე ფილიალს გავხსნით ბათუმში. ამას გარდა, წელს გვინდა ზუგდიდში მაღაზიის გახსნა, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ბაზარზე აქტიურად გამოჩენა“, – განმარტა ხატია შამუგიამ.

გარდა გაფართოებისა, პარფიუმერული კომპანია აქტიურად მუშაობს მის ქსელში არსებული პროდუქციის გამრავალფეროვნებაზეც. ამიტომ, მუდმივად ცდილობს, ახალი ბრენდები შემოიტანოს. ამ სტრატეგიის ფარგლებში, საკუთარ დაბადების დღეზე, წელს „ისი-პარიმ“ მომხმარებელს ახალი პარფიუმერული ბრენდი merchant of venice (ვენეციელი ვაჭარი) წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ merchant of venice იტალიური, ნიშ პარფიუმერიაა.

შეგახსენებთ, „ისი-პარი“ უკვე 24 წელია რაც ჩვენი სურნელოვანი თანამგზავრია. კომპანიამ საქმიანობა 1995 წელს რუსთაველის გამზირზე მდებარე 1 მაღაზიით დაიწყო, დღეს კი 20 ფილიალს ფლობს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთისა და რუსთავში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები