LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს 5 ყველაზე ლამაზი სანაპირო: თბილისმა მიდგომა უნდა შეცვალოს

798
15418708335bb226705ad909.59354450-1920

მსოფლიოს ბევრი ქალაქი ტურისტებს სანაპირო ზოლით იზიდავს, ასეთი ადგილები ხშირად ხდება გართობისა და ვაჭრობის ცენტრი.
მსოფლიოს ხუთ ულამაზეს საქალაქო სანაპიროზე ვირტუალურად ვიმოგზაუროთ.

 

ბოარდვოკის სანაპირო, ატლანტიკ სითი, აშშ

ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველზე ცნობილი სანაპიროა. ეს ადგილი ტურისტების მიზიდულობის ადგილია. აქ თავმოყრილია უძველესი კაზინო, სასტუმროები, რესტორნები, ატრაქციონების პარკი, უფასო მუზეუმები და ოკეანარიუმი.
ბოარდვოკშია ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შუქურა, სადაც სათვალთვალო მოედანია მოწყობილი.

ბულვარ კრუაზეტი, კანი, საფრანგეთი

2.8 კმ-ზეა გადაჭიმული. აქ მდებარეობს ძვირადღირებული ბუტიკები და მთავარი ღირსშესანიშნაობა – ფესტივალებისა და კონგრესების სასახლე. შენობასთან მიდის წითელი ხალიჩა, მის გვერდით კი სახელგანთქმული ვარსკვლავების ხეივანია. სასახლესთან ახლოს კიდევ ერთი ელიტური ადგილია – ძველი პორტი.

აკერ ბრიუგეს სანაპირო, ოსლო, ნორვეგია

სანაპირო პიპერვიკსი ყურეში პოპულარული ადგილია ტურისტებსა და ადგილობრივებში. საზოგადოებრივი სივრცე არც თუ ძველია. 1982 წლამდე აქ სამრეწველო ზონა იყო.
მოპირდაპირე მხარესაა სასახლე აკერსხუსი. ფორტი სამეფო რეზიდენცია იყო 1299 წლიდან, 1637-1648 წლებში კი გადააკეთეს. ციხესიმაგრეშია ეკლესია, სამეფო მავზოლეუმი და სამხედრო მუზეუმი.

ტოკიოს ყურის სანაპირო, იოკოჰამა, იაპონია

იაპონიის სიდიდით მეორე ქალაქია. ქალაქის სანაპირო თითქმის სრულად დატვირთულია სამრეწველო რაიონებით. მიუხედავად ამისა, ის თვალწარმტაცი საზოგადოებრივი სივრცეა. აქ დიდი გასართობი პარკია და 112-მეტრიანი ეშმაკის ბორბალი, ხოლო სამგზავრო ტერმინალის სახურავიდან დაკიდული ხიდის „იოკოჰამა ბეის“, ფუძისანის მთის და ცათამბჯენების ხედები მოჩანს.

ტიბროსის სანაპირო, რომი

მონუმენტალური სანაპირო მთელ რომზეა გადაჭიმული. მდინარე ჩქარი დინება აქვს, ხშირად გადმოდის ნაპირს და ამიტომ ზოგან კალაპოტი 10 მეტრ სიმაღლეზეა. ერთადერთი კუნძული მდებარეობს ტრასტევერეს რაიონში, რის წარმოშობასაც არაერთი ლეგენდა უკავშირდება.

 

და თბილისი?

ჩვენს დედაქალაქსაც მშვენიერი სანაპირო აქვს, ერთ-ერთი გამორჩეული ევროპაში, თუმცა ვერ ვიყენებთ. ალბათ ამაშიც გამონაკლისები ვართ. ძველ თბილისში, მეიდანთან ახლოს, ორთაჭალიდან, ერთ მხარეს რომ მეტეხი ჩანს და მეორე მხარეს ნარიყალა, იმ სანაპიროზე კაცი არ დადის, არადა ულამაზესი ადგილია. შესაძლოა იმიტომ არ დადის ხალხი, რომ ისეა მოწყობილი, იქ ადამიანი ან ვერ მოხვდება ან დიდი რისკის ფასად. ქალაქის სანაპიროს სხვა მონაკვეთებიც დიდად ათვისებული არ გვაქვს, არადა მთელ მსოფლიოში სწორედ ასეთი ადგილებია პოპულარული და ტურისტულად მიმზიდველი. იქნებ დროა რაღაცეები შევცვალოთ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები