LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს 5 საუკეთესო ქალაქი საცხოვრებლად

2465
natascha-in-vienna-portfolio-photo-15-1024

საერთაშორისო კომპანია Mercer ყოველწლიურად ატარებს კვლევას, რომელიც სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრების დონეს ადგენს. მთავარი კრიტერიუმები – ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურა, სოციალური გარემო, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები, ჯანდაცვა და განათლება არის ხოლმე.

რეიტინგის პირველი ადგილი ვენას ერგო. ავსტრიის დედაქალაქი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრია. ჯანდაცვის სრულყოფილი სისტემით, სტაბილური ინფრასტრუქტურით და განათლების მაღალი დონით პრობლემა ქალაქს არც ერთ სფეროში არ აქვს. ვენაში წყლის დალევა ნებისმიერი ონკანიდან შეიძლება და მსგავსი სისტემა უკვე 130 წელია მოქმედებს. ქალაქს ულამაზესი პარკები და სკვერებიც აქვს და არც მუზეუმების თუ თეატრების სიმცირეს უჩივის.

კანადის დასავლეთში განთავსებული ვანკუვერი ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული ქალაქია. ეკოლოგიურად სუფთა დასახლებას განვითარებული ინფრასტრუქტურა, მოვლილი ქუჩები და იმდენად მეგობრული გარემო აქვს რომ გარეული ცხოველები გარეთ თავის ნებაზე დასეირნობენ. ადგილობრივები თავს იმდენად მშვიდად გრძნობენ, რომ სახლისა თუ ავტომობილის კარს არასდროს კეტავენ.

მიუნხენი გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქალაქად მიიჩნევა. სხვა ბევრ დადებით მხარესთან ერთად ქალაქში საუკეთესო კლინიკები და საავადმყოფოებია განთავსებული. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიუნხენში ორი მსოფლიო ღირსშესანიშნაობა – „ოქტობერფესტი“ და საფეხბურთო გუნდი „ბაიერნი“ არსებობს.

დანია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებული ქვეყანაა. თუმცა, კოპენჰაგენში ანაზღაურებაც საკმაოდ მაღალია. კოპენჰაგელები ეკოლოგიაზე ძალიან ზრუნავენ, ნატურალურ პროდუქციას კი ყველაზე მეტად აფასებენ. ქალაქში ყველაზე მოთხოვნადი ტრანსპორტი ველოსიპედია.

ციურიხი ყველაზე კომფორტული დასახლებების სიაში საპატიო ადგილს იკავებს. შვეიცარიის გული მაღალი ტექნოლოგიებით, განვითარებული ჯანდაცვის სისტემით და სტაბილური საბანკო სისტემითაა გამორჩეული. ციურიხს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სატრანსპორტო სისტემაც აქვს, ტროლეიბუსები და ავტობუსები დილის 5 საათიდან შუაღამემდე მუშაობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები