LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს 10 ყველაზე წარმატებული მრბოლელი ქალი

160

ავტოსპორტით მხოლოდ მამაკაცები არ არიან დაინტერესებულნი და ამის მაგალითები მსოფლიო ისტორიაში ნამდვილად არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ საჭესთან მჯდომ ქალბატონებს დიდად არ წყალობენ, არსებობენ მანდილოსნები, რომლებმაც საკუთარი სახელი ავტოსპორტის მსოფლიო ისტორიაში აღბეჭდეს. გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ 10 მრბოლელ ქალბატონს.

 

 

 

Denise McCluggage

 

 

ავტოსამყარო ამ ქალბატონმა  ჟურნალისტიკის მეშვეობით შეიტყო და ნელ-ნელა უფრო მძრაფრად შეუყვარდა. წარმატებული ჟურნალისური კარიერის გარდა, მას წარმატებული კარიერა ჰქონდა ავტოსპორტშიც. მას მოგებული აქვს: Nassau Ladies Race 1956 და 1957 წლებში, Warkins Glen Grand Prix Ladies Race 1957 წელს, Copa de Damas და Monte Carly Rally 1994 წელს. ის ერთადერთი ჟურნალისტია რომელმაც Automotive Hall of Fame-ში ადგილი დაიმკვიდრა.

 

Helle Nice

 

 

გარდა იმისა, რომ ეს ქალბატონი პიონერია ავტოსპორტში, ის ისტორიაში რეკორდსმენის სახელითაც შევიდა. 1929 წელს Omega-Six -ზე მან დაამყარა სიჩქარის რეკორდი ქალთა შორის. გარდა ამისა მიღებული აქვს უამრავი ჯილდო და მრავალი შეჯიბრის გამაჯვებულია. სამწუხაროდ მისი როგორც მრბოლელის კარიერა 1936 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დასრულდა. თუმცა, მან ავტოსპორტში მოღვაწეობა სხვა კუთხით განაგრძო.

 

Sabine Shmitz

 

 

წრიული რბოლის დედოფალი, სწორედ ასე მოიხსენიებდნენ ამ ქალბატონს. მართლაც ძალიან რთულია ორჯერ მოიპოვო გამარჯვება 24 Hours of Nurburgring-ზე. ასეთი გამარჯვებებით კაცი მრბოლელებიც კი ვერ დაიკვეხნიან.

 

Pat Moss

 

7

 

ცნობილი Sir Stirling Moss-ის და და ავტორი წიგნისა The Art Technique of Drivin. ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ მრბოლელად ითვლება მსოფლიო ავტოსპორტის ისტორიაში.

 

Cortney Force

 

 

პირველი გამარჯვება მან 21 წლის ასაკში იზეიმა Top Alcohol Dragster კატეგორიაში 2009 წელს და მისი კარიერული წარმატება დღემდე გრძელდება.

 

Jutta Kleinschmidt

 

 

მან შეძლო და მოიპოვა გამარჯვება მსოფლიოს ყველაზე რთულ სარბოლო ტრასაზე The Dakar 2001 წელს საკუთარ Mitsubishi-სთან ერთად და დღემდე წარმატებულად არგძელებს კარიერას ავტოსპორტში.

 

Marie-Claude Charmasson

 

4

 

მას მიღებული აქვს მონაწილეობა თითქმის ყველა რბოლაში, დაწყებული რალიდან, დამთავრებული Monte Carlo-ს ჩემპიონატით. ის საუკეთესოა მსოფლიოს ქალ მრბოლელთა რიცხვშიც და მთლიანად საფრანგეთის მასშტაბითაც.

 

Lyn St. James

 

3

 

ერთ-ერთი იმ 7 ქალბატონთაგან რომლებმაც გაიარეს კვალიფიკაცია Indianapolis 500-სთვის. მის სახელზეა ორი გამარჯვება 24 Hours of Daytona-ს გამარჯვებაც.

 

Shirley Muldowney

 

2

 

ქალბატონი რომლის ანგარიშზეც უამრავი გამარჯვებაა. ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მრბოლელია ქალთა შორის. 1975 წლიდან 1982 წლამდე მოგებული აქვს ყველა მნიშვნელოვანი ტურნირის ჯილდო. 1981 წელს კი ის მსოფლიოს საკუეთესო ქალი მრბოლელი გახდა.

 

Michele Mouton

 

1

 

ის პოპულარული 1982 წელს გამართულ World Rally Chempionship-ის გამარჯვების შემდეგ გახდა და ისტორიაშიც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქალ მრბოლელად ითვლება. ავტოსპორტში მისი მოღვაწეობა დღემდე წარმატებულად მიმდინარეობს.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები