რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა უკრაინაში ანჯელინა ჯოლის ვიზიტს აფასებს. ზახაროვა ცოტა უფრო კორექტული აღმოჩნდა, ვიდრე კანდელაკი და ამჯერად ირონიული კომენტარით შემოიფარგლა. ზახაროვას მტკიცებით, ანჯელინას ვიზიტი დასავლელი პიარების დაგეგმილია, რათა მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავის ვიზიტით, ყურადღება მთავარი თემიდან გადაეტანათ.
„ანჯელინა ჯოლის დანახვაზე, გული მერევა“ – თინა კანდელაკი
,,აზოვსტალის ტერიტორიაზე უკრაინელ ჯარისკაცებს დატყვევებული ჰყავთ მშვიდობიანი მოსახლეობა და დასავლეთისთვის ეს არ გახდა საკმარისი მიზეზი ადამიანური თანაგრძნობისთვის. ახლა მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავი ბომბების ქვეშ დარბოდა, რა უნიჭო პიარული სვლაა. ჯოლი სირიელ ლტოლვილებსაც შეხვდა და აფრიკაში მოშიმშილე ბავშვებსაც, ვინმეს რამე უშველა მისმა ვიზიტმა?“- ამბობს მარია ზახაროვა.
ვიდეო: ანჯელინა ჯოლი ლვოვში ჩავიდა – მსახიობი ერთ-ერთ კაფეში შეამჩნიეს