LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ტურიზმის აღდგენის საწყის ფაზაში აქტუალური არახალხმრავალი ადგილები იქნება

89
tourists

მსოფლიოში, ტურიზმის აღდგენის საწყის ფაზაში, აქტუალური იქნება არახალხმრავალი ადგილები, საქართველოს კი ამ მხრივ დიდი პოტენციალი აქვს – ამის შესახებ ნათქვამია საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield Georgia-ის 2020 წლის შეჯამებაში, სადაც მომდევნო წლების პროგნოზებზეცაა საუბარი.

მათივე ინფორმაციით, როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში სასტუმრო სექტორს მოუწევს მომხმარებელთა ცვალებად მოთხოვნებთან ადაპტირება. კერძოდ, მომსახურე პერსონალთან კონტაქტების შემცირება და მათი ჩანაცვლება მაღალტექნოლოგიური ელემენტებით, პრიორიტეტი გახდება მომავალი ტურისტებისთვის.

აღნიშნული ცვლილება, თავის მხრივ, გამოიწვევს საოპერაციო ხარჯების ზრდას. სხვადასხვა კვლევების თანახმად, ეკონომ კლასის სასტუმროები გაცილებით სწრაფად დაუბუნდებიან მუშაობის ჩვეულ რიტმს, ვიდრე საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები