LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო საავტომობილო ბრენდების ყველაზე წარმატებული და წარუმატებელი მოდელები

281

პროფილური გამოცემების ექსპერტებმა ინტერნეტში პოპულარული მარკების ყველაზე წარმატებული და წარუმატებელი მოდელები დაასახელეს. სიაში ისეთი ავტობრენდები შედის, როგორებიცაა: Honda, Mazda, Ford, Mitsubishi და Toyota.

იაპონურ კომპანია Honda-ს ორი წარუმატებელი მოდელი ჰყავს – ქროსოვერი Honda Pilot და ყველგანმავალი Honda Crostour. ანალიტიკოსები აღნიშნული ბრენდისგან Honda CR-V-სა და Honda Civic-ის შეძენას გვირჩევენ.

   

რაც შეეხება Mazda-ს, ექსპერტები გვირჩევენ Mazda 3 და Mazda 6 შევიძინოთ, აი ქროსოვერებს Mazda CX-7-სა და Mazda CX-9-ს რეკომენდაციას არ უწევენ.

   

Toyota-ს მოდელებში ავტომოყვარულებს Toyota Camry-ს, Toyota Corolla-სა და Toyota Land Cruiser-ის შეძენის რეკომენდაციას უწევენ.

   

Mitsubishi-ის შემთხვევაში უარყოფითად მოიხსენიებენ ქროსოვერ Mitsubishi ASX, ხოლო წარმატებულ მოდელებად მოიხსენიებენ: Mitsubishi Pajero-ს, Mitsubishi Pajero Sport-ს, Mitsubishi L200-სა და Mitsubishi Lancer 9-ს.

   

წარმატებული შენაძენია Ford Mondeo და მეორე თაობის Ford Focus, ხოლო მესამე გენერაციის Ford Focus-მა შესაძლოა ბევრი საქმე გაგიჩინოთ. იგივეს თქმა შეიძლება Ford Kuga-ზეც.

   

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები