LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო საავტომობილო ბაზარს გერმანელების ნაცვლად იაპონელები მართავენ

39

როგორც შვეიცარული გამოცემა Bloomberg წერს, კომპანიამ Toyota ბოლო თვეების განმავლობაში საავტომობილო ბაზარზე, გაყიდვებში კვლავ ლიდერის პოზიცია დაიბრუნა.

იაპონურმა ავტოგიგანტმა იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით 7 მილიონ 490 ათასი ავტომობილი გაყიდა, რის შედეგადაც უკან ჩამოიტოვა პირდაპირი კონკურენტი Volkswagen, რომელმაც ანალოგიურ დროის მონაკვეთში 7 მილიონ 430 ათასი ავტომობილი გაყიდა.

გარდა ამისა, იაპონელების წარმატებას ხელი მისი კონკურენტის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმაც განაპირობა. შეგახსენებთ, რომ გერმანულ Volkswagen ამერიკულმა კომპანიამ ბუნების დაბინძურების გამო სასამართლოში უჩივლა და როგორც აღმოჩნდა, გერმანელებს 11 მილიონი დიზელზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვიდან ამოღება მოუწია, არსებული დეფექტების გამო.

როგორც Toyota-ს წარმომადგენლები ამბობენ, ისინი გაჩერებას არ აპირებენ და უახლოეს მომავალში შემოსავლის გაფართოებასაც გეგმავენ, რაშიც მათ განახლებული ჰიბრიდი „Prius” დაეხმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები