მსოფლიო მიუახლოვდა მესამე მსოფლიო ომის საფრთხეს, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
მისი თქმით, “სპეცოპერაცია” იქცა რუსეთის იძულებით და უკიდურეს ზომად შეერთებული შტატებისა და მისი თანამგზავრების მიერ აგრესიის მომზადების საპასუხოდ.
“ჩვენი პარტია უნდა დაეხმაროს მსოფლიოს იმის გაგებაში, რომ სპეცოპერაცია, რომელიც ტარდება, გახდა იძულებითი და უკიდურესი ღონისძიება, ეს არის პასუხი ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი თანამგზავრების მხრიდან აგრესიაზე. აშკარაა, რომ მსოფლიო მიუახლოვდა მესამე მსოფლიო ომის საფრთხეს იმის გამო, რაც ხდებოდა.
უფრო მეტიც, ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, მოიპოვონ ხმების დიდი რაოდენობა აბსოლუტურად ანტირუსული ინიციატივების მხარდასაჭერად. ამისთვის გამოიყენება ეკონომიკური ზეწოლა, შანტაჟი, პოლიტიკური მოსყიდვა, ზოგადად, ყველა შესაძლო ხელსაყრელი საშუალებების მთელი სპექტრი”, – აცხადებს მედვედევი.
„რაკეტები ყველასთვის საკმარისია“ – დიმიტრი მედვედევი
“ჟოზეფ ბორელი დამჭკნარი ბრიუსელის კომბოსტოა” – დიმიტრი მედვედევი