„თალიბანი უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოგზაურობის ნებართვის მქონე ავღანელებს ქვეყნის დატოვების საშუალებას მისცემს,“ – ამის შესახებ მსოფლიო ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
სხვადასხვა სახელმწიფოს პირველი პირების განცხადებით, თალიბანისგან გარანტია მიიღეს, რომ მათი მოქალაქეები და შესაბამისი დოკუმენტაციის მქონე ავღანელები ქვეყანას უსაფრთხოდ დატოვებენ.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ქვეყნები ავღანელებისთვის სამგზავრო დოკუმენტების მინიჭებას განაგრძობენ.
ავღანეთის საკითხთან დაკავშირებით დღეს კანადის, დიდი ბრიტანეთის თურქეთის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ონლაინ შეხვედრას გამართავენ.