კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი მსოფლიოს მასშტაბით იზრდება.
22 სექტემბრის მონაცემებით კორონავირუსის 31,485,777 შემთხვევა ფიქსრიდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
გარდაცვლილთა რაოდენობა თითქმის მილიონს უტოლდება, ოფიციალური სტატისტიკით კორონავირუსს 969,301 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთანავე გამოჯანმრთელდა 23,113,726 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებში მზარდი მონაცემები ფიქსირდება.
COVID-19-ის შემთხვევების მატების გამო შეზღუდვების დაწესებას განაგრძობს დიდი ბრიტანეთის მთავრობა. ინგლისში რესტორნები ღამის 10 საათზე დაიკეტება. დამატებითი შეზღუდვები დაწესდება ლონდონშიც.
გასულ დღე-ღამეში ვირუსის შემთხვევებმა ივნისის შემდეგ რეკორდულად იმატა ირანში. კვლავ რთული ვითარებაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა.
რაც შეეხება საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებს – ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად რუსეთში 71, თურქეთში 68, სომხეთში 6, აზერბაიჯანში კი ერთი ადამიანი გარდაიცვალა.