LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ – დაღუპულია 5000-მდე ადამიანი

168
Coronavirus

127 ქვეყანაში გავრცელებულ კორონავირუსს 4 983 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაინფიცირებულთა რაოდენობა 134 700-ს აღემატება. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 70 380-ზე მეტია.

კორონავირუსით დაინფიცირებისა და დაღუპვის უმეტესი შემთხვევები ჩინეთშია დადასტურებული. ბოლო მონაცემებით, ვირუსს ქვეყანაში 3177 ემსხვერპლა, 64 000-ზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩინეთში ვირუსს 21 ადამიანი ემსხვერპლა. ჩინეთის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიაში ფიქსირდება, სადაც ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 1016-მდე გაიზარდა.

საქართველოს საზღვრებზე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კონტროლი მკაცრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები