მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო მონაცემებით, 182 700-მდე, გამოჯანმრთელებულთა – 80 000-მდე გაიზარდა, ფატალური შემთხვევების რიცხვი კი – 7 100-ზე მეტია.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად ვირუსით 95 555 პაციენტია დაინფიცირებული, აქედან დაახლოებით 90 000-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია, 6 100-ზე მეტი პაციენტი კი კრიტიკულად მძიმედაა.
კორონავირუსის ფაქტების შემცირების მკვეთრი ტენდენციაა ჩინეთში, სადაც ბოლო 24 საათში ინფიცირების 21 და გარდაცვალების 13 შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად, ჩინეთში 9 ათასამდე ადამიანია ინფიცირებული.
ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა შვეიცარიამ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლას დროებით კრძალავს რუსეთი.
30 დღით შეიზღუდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა ევროკავშირის ტერიტორიაზე. პარალელურად შტატებში ვაქცინის ტესტირება დაიწყო.
დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ კორონავირუსის კრიზისი შესაძლოა ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდეს.
სომხეთში კორონავირუსის 52 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. თურქეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 47-მდეა გაზრდილი.
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, თუმცა შეცვლილია კარანტინში მყოფი ადამიანების რიცხვი და ის 1008-მდე გაიზარდა.
ინფორმაციას სპეციალურად შექმნილ ვებვერდზე გამოქვეყნდა.
ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, 16 მარტის მონაცემებით, COVID 19-ით ინფიცირებული 33 პირია, 1008 კი კარანტინის რეჟიმში იმყოფება, ხოლო 64 პირი სტაციონარშია მეთვალყურეობის ქვეშ.