LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ლამაზი საახალწლო ფილმი „ეს მშვენიერ ცხოვრება“, ცხელ ზაფხულში გადაიღეს

212
ფილმები

„ეს მშვენიერ ცხოვრება“, ყველა გამოკითხვით, მსოფლიოს ყველაზე ნახავდი და პოპულარული საშობაო ფილმია, რომელიც ეკრანებზე ძალიან ადრე, 1945 წელს გამოვიდა. ამ ძალიან ლამაზი, შავ-თეთრის ფილმის რეჟისორია ფრენკ კაპრაა და მასში მთავარ როლებს ჯეიმს სტიუარტი და დონა რიდი ასრულებენ.

ფილმი წარმოადგენს ფილიპ ვან დორენ სტერნის ცნობილი რომანის, „უდიდესი საჩუქრის“ ეკრანიზაციას. 1943 წელს წიგნის ავტორმა ეს ულამაზესი რომანი უახლოეს მეგობრებს სწორედ შობის დღეს ფოსტით დაუგზავნა. ამბობენ, რომ სწორედ კერი გრანტი დაინტერესდა ამ რომანით და ის კინოკომპანია RKO Pictures-მა შეიძინა. ამის გამო თავდაპირველად კერი გრანტს შესთავაზეს  ჯორჯ ბეილის როლი, მაგრამ მოგვიანებით სცენარი ჯეიმ სტიუარტზე გადაიწერა. სცენისთვის, სადაც დონა რიდის გმირი ფანჯარაში ქვას ისვრის, რეჟისორმა აიყვანა ადამიანი, რომელიც ამ მისიას შეასრულებდა. ბედის ირონიით, ბოლოს სწორედ დონა რიდმა ჩატეხა ფანჯარა ამ ცნობილი სცენისთვის. მოგვიანებით კი მოყვა, რომ ჩოგბურთის თამაში უყვარდა და ძლიერი დარტყმა ამიტომაც შეძლო.

ფილმში ყველაზე პოპულარული მომენტია სცენა, როცა ნასვამი ბილი სახლიდან გასვლისას, ქილებს ეჯახება. ამ დროს ეს ქილები გადამღები ჯგუფის წევრებმა დაყარეს და მსახიობმა ფეხი სრულიად შემთხვევით წამოჰკრა, მოგვიანებით კი დაიყვირა, „კარგად ვარ, კარგად“. მონტაჟისას ფრენ კაპრას ეს სცენა ისე მოეწონა, რომ ფილმში ჩასვა და ზუსტად ეს სცენა მიიჩნიეს ფილმის საუკეთესო მომენტად.

სკოლა საკულტო აუზით ფილმიდან,  დღემდე არსებობს და ის ბევერლი-ჰილზში მდებარეობს.

ამბობენ, რომ ჯეიმს სტიუარტი საოცრად ნერვიულობდა კოცნის სცენაზე, რადგან ეს იყო მისი პირველი როლი ომიდან დაბრუნების შემდეგ. არადა კოცნის სცენა ერთ დუბლში გადაიღეს, რადგან ის მართლაც შეუდარებელი იყო, მოგვიანებით ის ცენზურის გამო, ფილმიდან საერთოდ ამოჭრეს.

ფილმი გადაიღეს ზაფხულში, ამიტომ უდიდესი თანხა დეკორაციებში დაიხარჯა, რათა გადამღებ ჯგუფს ჯადოსნური გარემო შეექმნა.

ფილმის შემოსავალი 3 მილიონი დოლარია და ფრენკ კაპრა ამბობს, რომ ეს საკმაოდ ცოტაა, რადგან ფილმის შექმნაზე, ამდენივე დაიხარჯა. სამაგიეროდ სულ რამდენიმე წელიწადში ის ნამდვილ კინოკლასიკად იქცა.