LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო Google-ის მთავარ გვერდზე ბეთჰოვენის ნაწარმოებებს აწყობს

104

დღეს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ნათლობიდან 245 წელი გავიდა და საძიებო სისტემა Google-მა მოვლენა სპეციალური აპლიკაციით აღნიშნა.

მთავარ გვერდზე შესვლისას ( www.google.com ) იწყება ინტერაქტიული ისტორია, სადაც ბეთჰოვენის მიერ შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებების ტაქტები სწორი თანმიმდევრობით უნდა დაალაგოთ.

საკონცერტო დარბაზისკენ მიმავალი კომპოზიტორი საკუთარი ნაწარმოებების ჩანაწერებს კარგავს, თქვენ კი მისი სანოტო ჩანაწერები უნდა აღადგინოთ.

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კომპოზიტორია. მას სმენა დაახლოებით 30 წლის ასაკში დაუქვეითდა. როდესაც ბეთჰოვენი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა, იგი აბსოლუტურად უსმენო იყო.

„ტელეგრაფის“ ინფორმაციით, 17 დეკემბერი არა ბეთჰოვენის დაბადების, არამედ მისი მონათვლის დღეა. ბევრი წყარო მისი დაბადების თარიღად 16 დეკემბერს მიიჩნევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები