LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო განსაცდელის წინაშეა – ბევრი მიღწევა, რომელიც მოვიპოვეთ, თანდათან იშლება: ჯანმოს ხელმძღვანელი

5508
ჯანმოოო

მსოფლიო რეალური საფრთხის პერიოდშია, ბევრი მიღწევა, რომელიც მოვიპოვეთ, თანდათან იშლება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოში ინფიცირებულების საერთო რაოდენობა მალე 200 მილიონს გადააჭარბებს.

“ვიცით, რომ რეალური რიცხვები გაცილებით დიდია.”

„ უფრო მეტად გადამდები „დელტა“ ვარიანტი სულ მცირე 132 ქვეყანაშია აღმოჩენილი. შემთხვევების ზრდა არ არის მხოლოდ ბუნებრივი პროცესი. ის იკვებება გაზრდილი სოციალური კონტაქტებით, არათანმიმდევრული საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური ზომებით და არათანაბარი ვაქცინაციით,“ – აღნიშნა ჯანმო-ს ხელძღვანელმა.

მისივე თქმით, ორგანიზაციის მიზანია, დაეხმაროს ქვეყნებს, სექტემბრის ბოლომდე თავიანთი მოსახლეობის 10% აცრან.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ ვაქცინაცია პანდემიას ვერ შეაჩერებს.

“ჩვენ შეგვიძლია მისი დამარცხება მხოლოდ ყოვლისმომცველი მიდგომით, ვაქცინებთან ერთად საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური ზომების გამოყენებით,“- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.