მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე მონაწილეთა რაოდენობა შესაძლოა 40-მდე გაიზარდოს აფრიკის ორი წარმომადგენლის ხარჯზე.
ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ნიგერიაში ვიზიტისას მუნდიალზე მონაწილეთა რაოდენობის გაზრდის გეგმა დაადასტურა.
”ვფიქრობ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 40-გუნდიანი უნდა იყოს, რვა დამატებითი ადგილიდან კი ორი მაინც აფრიკას უნდა შეხვდეს”, – თქვა ინფანტინომ.
ამჟამად ფინალურ ტურნირზე 32 გუნდი მონაწილეობს, აფრიკას კი ხუთი წარმომადგენელი ყავს.
2026 წლის ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას ოქტომბერში მიიღებენ.