LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში წელსაც რუსეთის გარეშე ჩაივლის

133
eko

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) დავოსში 2024 წელსაც რუსეთის გარეშე ჩაივლის. ღონისძიების ორგანიზატორებმა რუსეთის დელეგაცია მოსაწვევის გარეშე დატოვეს.

შვეიცარიაში რუსეთის ელჩის სერგეი გარმონინის თქმით, მისი ქვეყანა პრობლემების გადაჭრას სხვა ფორმატების მეშვეობითა და სხვა პლატფორმებზე შეეცდება.

შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 15-19 იანვარს ჩატარდება. 1992 წლის შემდეგ აღნიშნული ღონისძიება რუსეთის დელეგაციის გარეშე პირველად შარშან გაიმართა. 2022 წლის მარტში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორებმა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო რუსეთიდან სანქცირებულ ფიზიკურ პირებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაზე უარი განაცხადეს. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ფორუმს ჩინეთის წარმომადგენლებიც არ ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები