LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ეკონომიკა და მისი გავლენა საქართველოზე

42

რა ცვლილებებს გამოიწვევს ქართულ ეკონომიკაში დოლარის კიდევ უფრო გამყარება და ნავთობის გაიაფება

 

მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე დოლარისთვის გასული კვირა საკმაოდ წარმატებული იყო. როგორც ”ადმირალ მარკეტსიდან” გვაცნობეს, ბოლო 2 თვის მონაცემებით შრომის ბაზრის პოზიტიური განვითარება დოლარის გამყარებას კიდევ უფრო უწყობს ხელს. ამასთან, ფედერალური ბანკიც ამერიკის ეკონომიკური განვითარების ტემპით კმაყოფილია. ოფიციალური პირების განცხადებით, გაიზარდა ქვეყნის შიდა მსყიდველობითუნარიანობის მაჩვენებელი. ყველა ამ პარამეტრიდან გამომდინარე, შტატების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ დეკემბერში მონეტარული პოლიტიკის ცვლილება დღის წესრიგში დადგეს.
ბოლო მონაცემებით, განსაკუთრებით დასუსტდა ევრო, რომელიც გასული კვირეების პიკიდან 1.13 ნიშნულიდან, 1.09-მდე ჩამოვიდა. ევროს დასუსტებისთვის ხელის შემწყობი აღმოჩნდა ევროზონიდან გამოსული სუსტი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები.

რაც შეეხება ნავთობს, როგორც ”ფორტუნას” ”ადმირალ მარკეტსიდან” აცნობეს, ნავთობის ბაზარზე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მცირე ზრდა დაფიქსირდა. ამერიკული ნედლი ნავთობის შემთხვევაში ფასმა 0.29%-ით მოიმატა და ბარელზე მისი ღირებულება 46 დოლარზე მეტია. კვირის განმავლობაში ამერიკის ნავთობის ასოციაცია წარმოების შესახებ მაჩვენებელს გამოაქვეყნებს. ეს ინფორმაცია კი აუცილებლად იმოქმედებს ნავთობის ფასზე. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ნავთობის ფასის დაღმავალი ტრენდი უახლოეს მომავალში განვითარდება და ეს ქართულ ბაზარზეც ეტაპობრივად აისახება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები