LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო დონის ატრაქცია საქართველოში – ნახეთ ყველაფერი, რაც ენგურჰესზე გაკეთდება (ვიდეო)

485
82386870-2627954320615588-3573565162826760192-n-2020-01-15-07-54-03-491630

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ავრცელებს ვიდეორგოლს, სადაც ნათლად ჩანს, თუ რა გაკეთდება სამომავლოდ ენგურჰესზე.

როგორც ცნობილია, ენგურჰესის ტურისტული ზონის მოწყობის პროექტირების სამუშაოები ესტონურმა დიზაინ-არქიტექტურულმა კომპანია „კოკო არქიტექს“-მა შპს „ენგურის ტურისტული ცენტრი“-ს ინიციატივით მოამზადა, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ადმინისტრაციის მიერ ერთობლივად დაფუძნებული საწარმოა.

პროექტის მიხედვით, მსოფლიო დონის ატრაქციისენგურჰესის კაშხლის ტურისტული ინფრასტრუქტურა გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცეს, სანაოსნო ინფრასტრუქტურას, მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ ლიფტს (280 მ) და ექსტრემალური კომპონენტების შემცველ რამდენიმე ატრაქციას მოიცავს.

არსებული გათვლებით, ენგურის ტურისტული ზონა რეგიონში ყველაზე შემოსავლიანი ტურისტული ობიექტი იქნება, რომელიც წელიწადში სავარაუდოდ 400 ათასამდე ტურისტს მოემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები