რისკენ მიისწრაფვის ნამდვილი სპორტსმენი? – რა თქმა უნდა, გამარჯვებისკენ. და რა არის ყველაზე დიდი გამარჯვება? – რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონობა. და რითი ფასდება მსოფლიო ჩემპიონობა? – რა თქმა უნდა, ერთი პატარა ოქროს მედლით, რომლის უკან არანორმალური შრომა, წლები და თავდადება იმალება და ეს მედალი არის კიდეც ყველაფრის სიმბოლო, თუ როგორ ახვედი მწვერვალზე. აბა ვინ შეელევა მსოფლიო თასზე გამარჯვების აღმნიშვნელ სიმბოლოს. თურმე ესეც შესაძლებელი ყოფილა.
ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასი ზედიზედ მეორედ ბრწყინვალე სტილში მოიგო და შესაბამისი დაჯილდოებაც დაიმსახურა. ერთ-ერთ ეპიზოდში მოედანზე პატარა გულშემატკივარი შევარდა და შონი ბილ უილიამსს მიეჭრა. ერთ-ერთმა გამორჩეულმა მორაგბემ თავისი ოქროს მედალი პატარა ფანს უსახსოვრა. მისმა საქციელმა მთელი სარაგბო სამყარო აღაფრთოვანა და დიდი პატივისცემა დაიმსახურა.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/100004085231195/videos/812596065553227/?pnref=story” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]