LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ დალევთ: ყატარი სმას კრძალავს

51

ყატარში მსოფლიო ჩემპიონატზე ალკოჰოლს აკრძალავენ.
მართლა საერთოდ აიკრძალება.

ყატარის მთავრობამ 2022 წლის მუნდიალზე, მატჩების დროს სტადიონებზე ალკოჰოლის გაყიდვა და მოხმარება აკრძალა. შეზღუდვა შესაძლოა სპორტული ნაგებობების საზღვრებსაც გასცდეს – ამჟამად ყატარის ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერ დროს ალკოჰოლური პროდუქციის სრული აკრძალვის შესაძლებლობა განიხილება.

”ჩვენ ვემხრობით საფეხბურთო ზეიმის დროს ალკოჰოლი სრულად ავკრძალოთ. ეს პოზიცია ფიფაში ჯერ არ განხილულა. დიდი მნიშვნელობა ექნება წინა, რუსეთის მსოფლიოს ჩემპიონატის წესების სისტემას”, – განაცხადა ყატარის ვაჭრობის კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ნასერ ალ-ტავადიმ.

ყატარი ახლო აღმოსავლეთის პირველი ქვეყანაა, რომელიც ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები