LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ჩემპიონატის რეპეტიცია გერმანიამ მოიგო

76

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატის რეპეტიცია წარმატებით გაიარა – კონფედერაციის თასი შინ მიაქვს. თან ეს გადახალისებული შემადგენლობით გააკეთა და ერთხელაც გამოაჩინა, რომ მისი რესურსი უსაზღვროა. მომავალ მუნდიალზე ბუნდესგუნდი კვლავ ფავორიტის სტატუსით ჩავა.

რუსეთში ჩატარებული კონფედერაციათა თასის გათამაშება გერმანიის და ჩილეს ფინალით დასრულდა.

იოაჰიმ ლიოვის გუნდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო, გამარჯვების გოლი ლარს შტინდლმა გაიტანა მე-20 წუთზე ვერნერის გადაცემის შემდეგ.

ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშე “ბარსელონას” და გერანიელთა მეკარემ, მარკ ანდრე ტერ-შტეგენი გახდა.

ტურნირის საუკეთესო მეკარედ ჩილელი კლაუდიო ბრავო დასახელდა. 3 გოლით ოქროს ბუცის მფლობელი გერმანიის ფორვარდი, ტიმო ვერნერი გახდა, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო კი გერმანიის ნახევარმცველს, იულიან დრაქსლერს ერგო.

 

ჩილე – გერმანია 0:1 (0:1)
სანკტ-პეტერბურგი, „კრესტოვსკი“, 57 268 მაყურებელი

ჩილე: ბრავო; ისლა, მედელი, ხარა, ბოსეჟური; არანგიზი (საგალი 81), დიასი (როსელი 53), ერნანდესი; ვიდალი; სანჩესი, ვარგასი (პუჩი 81)

გერმანია: ტერ შტეგენი; გინტერი, მუსტაფი, რუდიგერი; კიმიხი, შტინდლი, რუდი, ჰექტორი; გორეცკა (სულე 90), დრაქსლერი; ვერნერი (ჯანი 79)

გოლი: 0:1 შტინდლი (20)
გაფრთხილება: ვიდალი (59), ხარა (65), ვარგასი (75), ბრავო (90) – კიმიხი (59), ჯანი (90), რუდი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (8) – 8 (3) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 9:4 თამაშგარე: 3:3

 

მატჩი მესამე ადგილისთვის
პორტუგალია – მექსიკა 2:1 დ.დ (0:0)
მოსკოვი, „ოტკრიტიე არენა“, 42 659 მაყურებელი

გოლები: 0:1 ნეტუ (54, ა.გ), 1:1 პეპე (90), 2:1 ადრიენ სილვა (104, პენ)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები