ჯანი ინფანტინომ შეთავაზა მსოფლიო ჩემპიონატი ორზე მეტ ქვეყანაში ჩაატარონ. ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატმა მასშტაბური წინასაარჩევნო კამპანია წამოიწყო.
უეფას გენმდივანმა მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელიც 11 პუნქტს მოიცავს. დოკუმენტი სამ ნაწილად არის დაყოფილი – ”რეფორმირება და ეფექტური მართვა”; ”დემოკრატია და ხელშეწყობა” და ”ფეხბურთის განვითარება”.
მესამე ნაწილში ინფანტინომ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ქვეყნების 40-მდე გაზრდა შეთავაზა, ასევე განაცხადა, რომ ფიფამ უნდა განიხილოს მუნდიალების ორზე მეტ ქვეყანაში ჩატარების იდეა.