LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბაზარზე სამედიცინო მარიხუანაზე მოთხოვნა ორმაგდება, ქვეყანაში დიდი შემოსავალი იქნება – გიორგი კაკაურიძე

93

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგნოზით, დაახლოებით 2025 წლამდე სამედიცინო მარიხუანას პროდუქციის გამოშვება ორმაგდება და დაახლოებით 25-დან 50 მილიარდ დოლარამდე იზრდება – აღნიშნული განცხადება ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.

მისი თქმით, როცა არის პოტენციალი, რომ ამ მიმართულებით მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა ორმაგდება, მისი თუნდაც 1% საქართველომ რომ დააკმაყოფილოს, ქვეყანაში დიდი შემოსავალი იქნება.

მისივე თქმით, კანაფის მოყვანა-კულტივაციიდან მისაღები შემოსავლები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა დაშვებებით მიიღებს პარლამენტი კანონს.

“რა განცხადებებიც გაკეთდა, საუბარი იყო ეკონომიკაში დამატებით შემოსავალზე. ეს ძალიან ბევრ დაშვებაზეა დამოკიდებული, თუ რა ტიპის კანონი იქნება მიღებული, თუ საერთოდ იქნა კანონი მიღებული, რა დაშვებები იქნება კანონით, რამდენი ლიცენზიანტი შეიძლება არსებობდეს, რამდენი ჰექტარი შეიძლება არსებობდეს. შემიძლია გითხრათ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგნოზებით, დაახლოებით 2025 წლამდე, სამედიცინო მარიხუანას პროდუქციის გამოშვება ორმაგდება და დაახლოებით 25-დან 50 მილიარდ დოლარამდე იზრდება. ეს ის პროგნოზია, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას აქვს. კანონპროექტში ბევრი რაღაც არ წერია, რაც უნდა გაიწეროს. არ წერია ბევრი რიცხვი, რაზეც შემდგომში კონკრეტული გათვლები იქნება დამოკიდებული. როცა არის პროგნოზი და პოტენციალი, რომ ამ მიმართულებით მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა ორმაგდება, მისი თუნდაც 1% რომ საქართველომ დააკმაყოფილოს, დიდი შემოსავალი იქნება არა თუ ბიუჯეტში, არამედ ქვეყანაში,“ – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები