LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საქართველოს სტატისტიკის სისტემა მსოფლიოში მე-16 ადგილზეა

120
სტატისტიკა

მსოფლიოს ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების შესაფასებლად მსოფლიო ბანკი ყოველწლიურად სტატისტიკური ეფექტურობის ინდიკატორებს (Statistical Performance Indicators – SPI) ანგარიშობს. აღნიშნული მაჩვენებლები ქვეყანაში არსებული სტატისტიკის სისტემის ეფექტიანობის შეფასებისა და მისი შემდგომი გაუმჯობესების შესაძლებლობას წარმოადგენენ.

მსოფლიო ბანკის უახლესი მონაცემების თანახმად, რომელიც 2022 წელს ეხება, სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების მიხედვით მსოფლიოში პირველ სამეულს ფინეთი, ნორვეგია და კანადა იკავებდა, რომელთა სტატისტიკის სისტემაც 100-დან 93 ქულით შეფასდა.

საქართველო რეიტინგში მე-16-ე ადგილზეა – 90,7 ქულით და უსწრებს ევროკავშირის 15 ქვეყანას (ავსტრია, ესტონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, ბელგია, ლატვია, საბერძნეთი, ლიეტუვა, უნგრეთი, ლუქსემბურგი, კვიპროსი, რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატია და მალტა). ამასთან, ჩვენი ქვეყანა ევროპის საუკეთესო ქვეყნების ოცეულში მე-14 ადგილს იკავებს, ხოლო რეგიონში ლიდერობს და პირველ ადგილზეა. 

მსოფლიო ბანკის შეფასება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ხორციელდება, რომელიც 5 მიმართულებას, 22 განზომილებასა და 50-ზე მეტ ინდიკატორს აერთიანებს. შეფასება ეფუძნება ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა მომხმარებელთა საჭიროებებზე ორიენტირებული მონაცემები, მათი დისაგრეგაციის დონე და ხარისხი, სტატისტიკური სერვისები და მისი გამოყენება, მონაცემებზე ხელმისაწვდომობა, წყაროები, კანონმდებლობა, ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა, საერთაშორისო თანამშრომლობა და სხვა.

მსოფლიო ბანკი აღნიშნულ შეფასებას დამოუკიდებლად, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ახორციელებს. მისი მიზანია ქვეყნებში არსებული სტატისტიკის ეროვნული სისტემის მდგრადობისა და განვითარების დონის შეფასება – მომხმარებელზე ორიენტირებული, სანდო და მაღალი ხარისხის ოფიციალური სტატისტიკის საწარმოებლად, რაც მნიშვნელოვანია გლობალური კეთილდღეობისა და პროგრესის მისაღწევად.

მსოფლიო ბანკი, ქვეყნების სტატისტიკის სისტემების შეფასებას 2016 წლიდან ახორციელებს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები