LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბანკი უკრაინისთვის დახმარებას ზრდის – დამატებით კიდევ 200 მლნ დოლარი გამოიყოფა

54
630_360_1630446522-473

მსოფლიო ბანკმა უკრაინისთვის დამატებით 200 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური დახმარების შესახებ გამოაცხადა, რათა გაზარდოს ქვეყნის სოციალური სერვისები, სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის. ეს თანხა გასულ კვირას უკრაინისა და მისი ხალხისთვის მობილიზებულ 723 მილიონ აშშ დოლარს ემატება, საიდანაც 350 მილიონი დოლარი უკვე გადაეცა უკრაინას, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად მსოფლიო ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული დაფინანსება არის 3 მილიარდი დოლარის მხარდაჭერის პაკეტის ნაწილი, რომელზეც მსოფლიო ბანკის ჯგუფმა გამოაცხადა, რომ უახლოეს თვეებში უკრაინისთვის ამზადებდა.

ამჟამად, მსოფლიო ბანკის მიერ, უკრაინისთვის მობილიზებული მხარდაჭერის ერთობლივი ჯამური ოდენობა 925 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები