მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, CNN-ის მიერ მომზადებულ რეპორტაჟს, რომელშიც მედია მესამე პრეზიდენტის წარმომადგენლებზე დაყრდნობით აღნიშნავდა, რომ ის მოწამლეს, ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი Twitter-ზე ეხმიანება.
„საქართველოს მთავრობამ ხმამაღლა უნდა ისაუბროს ან გამოიძიოს და მსოფლიო აღშფოთებული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობის გამო“, – წერს ადამ კინზინგერი.
The government of the Georgian nation needs to speak out or investigate, and the world should be outraged at an attempt on the life of a former President.
Reps for Ex-Georgian President, a Putin foe, say he has been poisoned https://t.co/PFAQmh8SuW via @YouTube
— Adam Kinzinger #fella (@AdamKinzinger) December 23, 2022