LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსხვილი თეძოები სამყაროს გადაარჩენს: ანგელოზობა პუტკუნებსაც უხდებათ

60

პლუს ზომის მოდელმა, 30 წლის ეშლი გრემმა Victoria’s Secret-ის ანგელოზობა მოირგო. ეშლის მსოფლიო კარგად იცნობს, ის ხშირად ჩნდება Vogue-ის, Harper’s Bazaar-სა და Glamour-ის ყდებზე. ასევე სტუმრობს მოდის ჩვენებებს.

მიუხედავად იმისა, რომ „ანგელოზების“ ცნობილი ბრენდი თავის ჩვენებებზე პლუს ზომის მოდელებს არ უშვებს, ეშლიმ გადაწყვიტა თავისი თაყვანისმცემლებისთვის იმის დემონსტრირება მოეხდინა, რომ ანგელოზობა მასაც უხდება.

Victoria’s Secret-ის შოუს დაწყებამდე, ცოტა ხნით ადრე, მოდელმა თავის ინსტაგრამზე თეთრეულსა და ფრთებში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ეშლიმ ფოტოს თამამი ჰეშტეგი დაურთო: მსხვილი თეძოები სამყაროს გადაარჩენს.

აღსანიშნავია, რომ ფოტო შარშან არის გადაღებული, ფრთები კი ფოტოს დამუშავების შემდეგ „მიამაგრეს“.ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები