LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსხვილი ქართული საწარმო კადრებს ეძებს – ვაკანსიები გამოცხადდა

385
kula123-1608543702

„კულა“ ვაკანსიებს აცხადებს. საკონსერვო კომპანიას 20-ამდე თანამშრომლის დამატება სჭირდება. ინფორმაციას „ბიზნესპარტნიორი“ ავრცელებს, რომელიც კომპანიის დამფუძნებელს ვანო გოგლიძეს ესაუბრა.

მისი თქმით, „კულამ“ სექტემბერში ტყლაპის 4 სახეობის წარმოება დაიწყო, თუმცა, კომპანიაში კადრების სიმცირის გამო, ეს პროექტი დროებით შეაჩერა.

„კორონავირუსის პანდემიაა, ზოგი ავადაა, ზოგი იზოლაციაშია, განვიცდით კადრის სიმცირეს, კონკურსიც გამოვაცხადეთ, მაგრამ ინტერესი ნაკლებია. შევაჩერე ყველა ის პროექტი, რის დაწყებაც მინდოდა. ვაკანსიები, ძირითადად, დამხმარე მუშა-ხელზეა. ვაკანსია დროებით პოზოციებზეა გამოცხადებული, ახალ წლამდე მაინც, ვიდრე ჩემი თანამშრომლები გამოჯანმრთელდებიან,“ – აცხადებს გოგლიძე.

მისივე განმარტებით, უმჯობესია დაინტერესებული პირები გორის რაიონიდან იყვნენ, რადგან, სხვა შემთხვევაში, აღებული ხელფასი ტრანსპორტში დაეხარჯებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები