ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიის IndiGo Airlines-ის წარმომადგენლები საქართველოს მიმართულებით ფრენების დაწყებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირების პროცესს გაეცნენ.
ავიაკომპანია IndiGo Airlines-ის ხელმძღვანელობამ „ტავ ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან, საჰაერო ხომალდის მომსახურების ტექნიკური დეტალები განიხილეს.
შეგახსენებთ, საქართველოს საავიაციო ბაზრით ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანია გასული წლის ზაფხულში დაინტერესდა. დელი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების განხორციელებას IndiGo Airlines ყოველდღიურად გეგმავს.