LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსხვილ საწარმოებში ადგილზე ვაქცინაციის ცენტრების მოწყობას განვიხილავთ: თურნავა

53
ნათია-თურნავა-2

“განვიხილავთ მსხვილ საწარმოებში ადგილზე ვაქცინაციის ცენტრების მოწყობას, თუკი ამის მოთხოვნა იქნება.” – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია თურნავამ ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა იქნება, ვაქცინები არის საკმარის და ასევე საკმარისია ადგილები, სადაც ვაქცინაცია ჩატარდება. 

როგორც თურნავამ განაცხადა, უმეტესად რეგიონებში, ჯერ კიდევ არსებობს ფრთხილი დამოკიდებულება ვაქცინაციის მიმართ და როგორც აღნიშნა, ერთობლივი ჩართულობითა და მედიაკამპანიით, ეს დაბრკოლებაც მოიხსნება:

“დავარწმუნეთ მოსახლეობა იმაში, რომ ვაქცინაცია არის აუცილებელი. ჯერ კიდევ რეგიონებში არსებობს ფრთხილი დამოკიდებულება ვაქცინაციის მიმართ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთობლივად გადავლახავთ, ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა იქნება, ვაქცინები არის საკმარის, აცრის შესაძლებლობა, ინფრასტრუქტურა, ადგილები, სადაც შეიძლება ჩატარდეს აცრა, ასევე არის საკმარისი.

განვიხილავთ მსხვილ საწარმოებში ადგილზე ვაქცინაციის ცენტრების მოწყობას, თუკი ამის მოთხოვნა იქნება, უბრალოდ, ისევ და ისევ უნდა იყოს საზოგადოების კონსოლიდაცია.” – განაცხადა მინისტრმა.