LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსხვერპლისგან ითხოვენ მტკიცებულებებს – როგორ წარმოდგვიდგენია, რომ ძალადობის დროს, როცა მსხვერპლი თავის დაღწევას ცდილობს კადრები გადაიღოს: გოგა ხატიაშვილი

240
news3434345

წლების განმავლობაში ვხედავდით, რომ ძალადობის მსხვერპლი, პარალელურად, ბულინგის მსხვერპლიც ხდება. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კი თითქოს საზოგადოებაში გარკვეული ძვრები დაგვანახა.

იცვლება თუ არა საზოგადოების დამოკიდებულება ძალადობის მსხვერპლების მიმართ? –  საკითხზე  „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“  ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებში ექსპერტმა გოგა ხატიაშვილმა ისაუბრა. 

„ქალთა მიმართ ძალადობის დინამიკაში, რა თქმა უნდა, პოზიტიური ცვლილებებია. გასულ წლებს რომ შევადაროთ, საზოგადოების ცნობიერება კიდევ უფრო მეტად გაზრდილია, ამას მოწმობს ბოლო წლებში მსხვერპლთა მხრიდან პოლიციისადმი გაზრდილი მიმართვიანობა. რა თქმა უნდა, საზოგადოების ნაწილში კიდევ რჩება  განცდა, რომ ოჯახში ძალადობა არის პირადი საქმე და როცა მსხვერპლი საჯაროდ იწყებს ამაზე საუბარს, მათი მხარდაჭერა მიმართულია უფრო მეტად მოძალადისკენ, ვიდრე მსხვერპლისკენ. ბუნებრივია, ეს გამოწვევად საზოგადოებაში ჯერ კიდევ რჩება, “ – ამბობს გოგა ხატიაშვილი „კვირის თემასთან“ საუბარში.

 

რატომ უჭირთ ძალადობაზე საუბრის დაწყება

 

ერთი სპეციფიკა აქვს ძალადობას. ძალიან ხშირად მოძალადეები საზოგადოებაში დადებითი ავტორიტეტით სარგებლობენ. ამან ჩვენ არ უნდა დაგვაბნიოს. ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი არ შეიძლება გახდეს მოძალადე. ზოგადად ძალადობას არ გააჩნია არანაირი სოციალური კლასი და ხდება აბსოლუტურად ყველა სფეროში“. – განმარტავს ექსპერტი ნინი ხუგაშვილის გადაცემაში.

„როდესაც საზოგადოება მსხვერპლის გარშემო ერთიანდება, მარტო კონკრეტულ მსხვერპლს კი არ ეხმარება, არამედ ეხმარებიან ზოგადად ადამიანებს – მის მდგომარეობაში მყოფებმა აირჩიონ იგივი გზა და დასახმარებლად მიმართონ შესაბამის ორგანოებს.

 

 

მედიის როლი ძალადობის გაშუქებისას

 

„მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ადამიანი დამნაშავედ გამოვახადოთ. მსხვერპლს უნდა დავუჯეროთ, რასაც ამბობს და არ უნდა ვუთხრათ, სად იყავი აქამდე. 

როდესაც მსხვერპლი საჯაროდ საუბრობს ხოლმე, გარკვეული ბულინგი ხდება მის მიმართ. შემდეგ ის უკან იხევს და შესაბამის ორგანოებთან აღარ თანამშრომლობს. ამიტომაა ამ შემთხვევაში საზოგადოების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი. უამრავი ბარიერია, რის გამოც მსხვერპლი ვერ მიმართავს დასახმარებლად სამართალდამცავ ორგანოებს და ზოგჯერ საზოგადოებას წარმოუდგენია, რომ როდესაც მსხვერპლი გამოდის, მან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებების ბღუჯა. ყოველთვის  კითხვას უსვამენ მსხვერპლს. როგორ დაამტკიცებ მომხდარს?

როგორ წარმოდგვიდგენია, რომ მსხვერპლზე, რომელზეც ძალადობენ, ტელეფონი ამოიღოს და გადაიღოს კადრები. ბუნებრივია, მსხვერპლი ფიქრობს, რომ დააღწიოს თავი ძალადობრივ გარემოს“. – ამბობს გოგა ხატიაშვილი. 

 

ბარიერები, რომელიც მსხვერპლს ექმნება

 

„როდესაც ქუჩაში ხდება ადამიანზე ძალადობა, ბუნებრივია, ესეც დანაშაულია, მაგრამ მსხვერპლი შედარებით თამამია და გამბედავი. ის ყველაფერს აკეთებს, რომ თავისი უფლებები დაიცვას. მაგრამ სამწუხაროდ ასეთი თამამი ვერ ხდება, როდესაც ის ძალადობის მსხვერპლი ხდება. ასეთ დროს მოძალადე არის თანაცხოვრებით დაკავშირებული მოძალადესთან, რომელსაც გარკვეული ემოციები აქვს მის მიმართ.

ხშირად უჭირთ  მოძალადის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა.

  •  მოძალადესთან შეიძლება ჰქონდეთ მატერიალურ ბმა
  • არასაკმარისი ეკონომიური მდგომარეობა,
  • შიში მოძალადის მიმართ,
  • ჰგონიათ, რომ მართმსაჯულება ყოველთვის იქნება დროებითი და როდესაც მოძალადე დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას ისინი ფიქრობენ, რომ მოძალადე შეიძლება, უფრო გაღიზიანებული გამოვიდეს და სამომავლოდ უფრო მეტი საფრთხე დაემუქროს.
  •  საკმაოდ ხშირად მოძალადე სიცოცხლის მოსპობით ემუქრება მსხვერპლს, თუ ის დასახმარებლად მიმართავს პოლიციას,
  • მსხვერპლს ემუქრებიან ახლო ნათესავების განადგურებით და ეს სერიოზული წნეხი არის ხოლმე.

მხარდაჭერას ნაკლებად გრძნობს დაზარალებული. მქონდა რამდენიმე წლის წინ შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა გოგონა გახდა ძალადობის მსხვერპლი და ოჯახის წევრები მას მოუწოდებდნენ, რომ არ მიემართა პოლიციისთვის დასახმარებლად.

ყოველთვის, როცა ძალადობაზე საუბრობენ, ყველა კითხულობს, როგორ გააგრძელებს ცხოვრებას მოძალადე და არავის აინტერესებს, როგორ გააგრძელებს ცხოვრებას მსხვერპლი“, – ამბობს ექსპერტი.

შიშისა და ბარიერების გამო შეცვლილი ჩვენებები

 

„შიშის გამო არაერთი ჩვენება იცვლება. ეს მართლმსაჯულებისთვის უსერიოზულესი გამოწვევაა. როდესაც მიმართავს მსხვერპლი დასახმარებლად სამართალდამცავ ორგანოს და მალევე  დაზარალებული ჩვენებას ცვლის.

როდესაც მსხვერპლი არ თანამშრომლობს, გამოძიებასთან, მნიშვნელოვანი მტკიცებულება აკლდება და კიდევ უფრო რთული ხდება სასამართლოსთვის, დაამტკიცოს, რომ  ძალადობას ნამდვილად ადგილი ჰქონდა. თუმცა ჩვენ გვაქვს პოზიტიური ნაბიჯი, როდესაც სასამართლომ გამოიკვლია მიზეზები, რის გამოც მსხვერპლმა ჩვენებები არ მისცა და სასამართლომ სწორედ ეს ჩვენებები ჩათვალა საკმარისად და თქვა, რომ ეს მტკიცბულებები იყო საკმარისი იმისათვის, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილიყო“, – ამბობს გოგა ხატიაშვილი „ფორტუნასთან“ საუბარში.