ინდონეზიის კუნძულ სუმატრასთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა, მაგნიტუდამ 7.9 შეადგინა.
ჯერ-ჯერობით, გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ახლა კი ავსტრალიასა და ინდონეზიაში ცუნამისთვის ემზადებიან, სპეციალისტები ამბობენ, რომ მსხვერპლი გარდაუვალი იქნება.
2004 წელს ინდონეზიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამმა რამდენიმე ქვეყანაში 230000 ადამიანი მოკლა.