LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსჯავრდებულებს მაგისტრატურაზე ჩარიცხვის საშუალება ექნებათ

113
1490269443642449

მსჯავრდებულებს, რომლებმაც 2019 წელს სამაგისტრო გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და ვერ მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის უფლება, საშუალება ექნებათ, 2019-2020 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხონ.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. ინიციატორები დეპუტატები მარიამ ჯაში, სოფო კილაძე და თამარ ხულორდავა არიან.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, მსჯავრდებულის მიერ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე განათლების მიღების წესსა და პირობებს განათლების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან ერთად განსაზღვრავს.

„დღეს მოქმედი კანონის თანახმად, განათლების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან ერთად განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე განათლების მიღების წესსა და პირობებს. აღნიშნული ნორმა არ მოიცავს მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (მაგისტრატურა) სწავლის უფლებას. პარლამენტის განათლების კომიტეტში შემოსული განცხადების მიხედვით, N16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული, რომელმაც წარმატებით ჩააბარა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები გამოცდები, აღნიშნული საკანონმდებლო ბარიერის გამო ვერ იწყებს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პროცესს“, – აღნიშნულია პროექტში.

კანონპროექტი პარლამენტს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები