LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ერთი ადამიანის ბრალეულობა გამოკვეთა

119
მშვილდაძე მიშა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე ერთი ადამიანის ბრალეულობა გამოკვეთა.

უწყებამ საქმე განსახილველად სასამართლოს გადაუგზავნა.

დაზარალებული, მიშა მშვილდაძე მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ მიიჩნევს, რომ მასზე დავდასხმის საქმეში სხვა ადამიანთა ბრალეულობაც უნდა გამოკვეთილიყო.

“მოკლედ ამ საქმეს მე და ჩემი ადვოკატი წავიღებთ საერთაშორისო სასამართლოშიც და იქ დავამტკიცებთ ყველაფერს” – აცხადებს მშვილდაძე.

“ამ ამბავში ყველაფერი გაირკვევა, ვის როგორ იყენებს, ვის რით აშინებენ, ვის რა მოტივაცია აქვს“ – მიშა მშვილდაძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები