მშვიდობის გლობალური ინდექსით, საქართველო ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით, ერთი პოზიციით დაწინაურდა. ქვეყანა ისევ საშუალო დონის სახელმწიფოების რიგშია და 163 ქვეყანას შორის 2.071 ქულით 94-ე ადგილს იკავებს. ამის შესახებ საერთაშორისო ანალიტიკურ ცენტრ „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ (Institute for Economics & Peace – IEP) მიერ გამოქვეყნებულ მშვიდობის გლობალური ინდექსის (Global Peace Index) მე-17 გამოცემაში არის ნათქვამი.
რეგიონის ქვეყნებიდან საქართველო ერთი პოზიციით უსწრებს აზერბაიჯანს, რომელიც 2.09 ქულით 95-ე ადგილზეა. რაც შეეხება თურქეთსა და რუსეთს, პირველი მშვიდობის ინდექსის დაბალ, მეორე კი უმდაბლესი დონის ქვეყნებს განეკუთვნება. თურქეთი 2.8 ქულით 147-ე, რუსეთი კი 3.142 ქულით 158-ე ადგილზეა.
ომის მდომარეობაში მყოფი უკრაინა რუსეთს მაინც უსეწრებს, თუმცა მხოლოდ ერთი პოზიციით და 3.043 ქულით ქვეყანა 157-ე ადგილზეა.
Global Peace Index 2022-ის ტოპ 10-ეული:
- ისლანდია – 1.124 (უცვლელად)
- დანია – 1.31 (დაწინაურდა 1 პოზიციით)
- ირლანდია – 1.312 (ჩამოქვეითდა-1)
- ახალი ზელანდია – 1.313 (დაწინაურდა-2)
- ავსტრია – 1.316 (ჩამოქვეითდა-1)
- სინგაპური – 1.332 (დაწინაურდა-4)
- პორტუგალია – 1.333 (დაწინაურდა-1)
- სლოვენია – 1.334 (ჩამოქვეითდა-4)
- იაპონია – 1.336 (უცვლელად)
- შვეიცარია – 1.339 (დაწინაურდა-1)
მშვიდობის ინდექსის მხრივ ყველაზე საშიში ქვეყნები:
- ავღანეთი – 3.448 (უცვლელად)
- იემენი – 3.35 (უცვლელად)
- სირია – 3.294 (უცვლელად)
- სამხრეთ სუდანი – 3.221 (უცვლელად)
- კონგო დემოკრატიული რესპუბლიკა – 3.214 (უცვლელად)
- რუსეთი – 3.142 (ჩამოქვეითდა-3)
- უკრაინა – 3.043 (ჩამოქვეითდა-14)
- სომალი 3.036 (დაწინაურდა-2)·
- სუდანი 3.023 (უცვლელად)
- ერაყი 3.006 (დაწინაურდა-3)
წყარო: ბიზნესპრესნიუსი