LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მშვიდობა არ ნიშნავს კონფლიქტის გაყინვას, ომი უნდა დასრულდეს – მხოლოდ უკრაინას შეუძლია მოლაპარაკებისთვის მისაღები პირობები განსაზღვროს“ – იენს სტოლტენბერგი

134
იენს სტოლტენბერგი

ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გაყინვა მშვიდობას არ ნიშნავს, ამიტომ ფოკუსირებული უნდა იყვნენ ომის დასრულებაზე.

მისივე თქმით, ომის დასასრულებლად მოლაპარაკებისთვის პირობების განსაზღვრა მხოლოდ უკრაინას შეუძლია.

„ჩვენ ყველას გვინდა, რომ ომი დასრულდეს. მაგრამ მშვიდობა რომ იყოს ხანგრძლივი, ის სამართლიანი უნდა იყოს. მშვიდობა არ ნიშნავს კონფლიქტის გაყინვას და რუსეთის მიერ ნაკარნახევი შეთანხმების მიღებას. მხოლოდ უკრაინას შეუძლია [მოლაპარაკებისთვის] მისაღები პირობები განსაზღვროს.

რაც უფრო მეტი ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლებას შეძლებს უკრაინა, მით უფრო ძლიერი პოზიცია ექნება მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას მიაღწიოს.