საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც სკოლაში მეგრულისა და სვანურის არჩევით საგნად სწავლების ინიციატივით გამოვიდა, ქართული ენის ფილოლოგი, პედაგოგი მანანა ბუკია სოციალურ ქსელში ეხმიანება.
საქართველოს პრეზიდენტი სკოლაში მეგრულისა და სვანურის არჩევით საგნად სწავლების ინიციატივით გამოდის
„ვითმინე, ვითმინე და ვერ მოვითმინე… ბოლო ორი დღის ისტერიკაზე მოგახსენებთ… პედაგოგი ვარ, პლუს დარგის სპეციალისტი… მშვენივრად მესმის, პრეზიდენტის ინიციატივა რა გამოწვევების და პრობლემების წინაშე აყენებს განათლების სისტემას და საზოგადოებას… მეც მაქვს კითხვები, ეჭვები, მოლოდინები… ამ ალიაქოთში ყველაზე მეტად ის მიკლავს გულს, რომ მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტია „სეპარატიზმს შევუწყობთ ხელს“! რით ვერ მოიგო სამეგრელომ დანარჩენი საქართველოს გული? მეგრული ხუმრობაა – მეგრელი უმაღლესი ხარისხის ქართველიაო! ხუმრობაშიც არ დათმო მეგრელმა ქართველობა!!! მეგრელი სეპარატისტი რომ ყოფილიყო, არ ჰქონდა საბაბი, სვავებივით რომ შემოესივნენ 90-იანებში და ზუსტად მეგრელობის საბაბით ძარცვავდნენ, წვავდნენ, კლავდნენ??? ვინმეს დასცდენია მეგრელობის გამო გვსჯიანო? სეპარატიზმი ჯიშში რომ ჰქონოდა მეგრელს, ლევან დადიანი გორიდან წაყვანილ მამუკა თავაქარაშვილს ვეფხისტყაოსანს გადააწერინებდა??? ცოტნე დადიანი „ქორთუების“ გადასარჩენად წავიდა ნოინთან??? რომელი ერთი ჩამოვთვალო??? ერთი-ორი ტვინგაცხელებულის ნაბოდვარს როგორ უნდა გადააყოლო ქუჯის ეგრისი? იოანე მინჩხის, პეტრიწის სამეგრელო??? აღარ ჩამოვთვლი… ლეგიონია… ასეთი რა გონების დაბნელებაა??? ასეთი რა დაუნახაობა, უნდობლობაა!!! არ გაბედოს, და ისაკ ჟვანია არ მიხსენოს არავინ!!! ორ საუკუნეზე მეტია “ჟვანიებს” წვრთნის ბოროტების იმპერია!!! რა გამოუვიდა??? წავიდა რუსული სამხედრო გემი, ჩაიძირა და მის რეანიმაციას მხოლოდ ის ეცდება, ვინც მეგრელში სეპარატისტს ხედავს!!! გასკდა გული!!!ვაააახ!!!“, – წერს მანანა ბუკია.