LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშრალი ხიდი ონლაინ გაყიდვებზე გადავიდა

786
123359830-104027024850059-871479283433820390-o

ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებისა და დაწესებული ახალი შეზღუდვების ფონზე, ბიზნესების უმრავლესობა ცდილობს, არსებულ რეალობას მოერგოს და მომხმარებელთან მეტად დისტანციურ ურთიერთობაზე გადაერთოს, რაც ონლაინ პლატფორმების შექმნას გულისხმობს.

ახალი პლატფორმა წარადგინა „მშრალმა ხიდმაც“. სოციალურ ქსელში გამოჩნდა სპეციალური გვერდი, რომელიც შექმნილია სხვადასხვა საინტერესო ნივთის ერთ პლატფორმაზე თავმოყრისა და ყიდვა-გაყიდვის მიზნით.

„ჩვენ ვურთიერთობთ ორივე დაინტერესებულ მხარესთან, ნივთის გასაყიდად გამოქვეყნებიდან მის ახალ მეპატრონისთვის ჩაბარებამდე, მაგრამ პასუხს არ ვაგებთ ნივთის ხარისხსა და მდგომარეობაზე. სურვილის შემთხვევაში, შეძენილი ნივთის მიწოდებას უზრუნველყოფს გვერდის ადმინისტრაცია, რისთვისაც დაინტერესებული მხარე იხდის დამატებით საფასურს ნივთის მოცულობიდან და მიწოდების წერტილიდან გამომდინარე. ამ ეტაპზე, მიწოდების სერვისი მხოლოდ თბილისის მასშტაბით მოქმედებს. შეძენილი ნივთის მიწოდება ხდება ნივთის ღირებულების გადახდის შემდეგ. მომხმარებელი, რომელიც ნივთის მდგომარეობის შესახებ არასწორ ინფორმაციას მიუთითებს, სამუდამოდ დაიბლოკება. ყოველი გაყიდული ნივთიდან გვერდის ადმინისტრაცია იტოვებს გაყიდული ნივთის ღირებულების ათ პროცენტს (10%). აღნიშნული პროცენტი გათვალისწინებულია გასაყიდად გამოტანილი ნივთის ფასში.

თუკი გსურთ ისეთი ნივთის შეძენა, რომელიც არ არის განთავსებული გვერდზე გასაყიდად, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ სასურველი ნივთის საჩვენებელი ფოტო ან/და აღწერა და ჩვენი გვერდი მის მოძებნაში დაგეხმარებათ.

  1. პირად შეტყობინებაში გამოგვიგზავნეთ გასაყიდი ნივთის ფოტო, ახალი გადაღებული და მაღალი გარჩევადობის.
  2. ფოტოს დაურთეთ აღწერა და ფასი.
  3. მიუთითეთ ნივთის ადგილმდებარეობა.

გვერდის წესები: გვერდზე არ განთავსდება ისეთი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, როგორიცაა: ტელევიზორი, მაცივარი, სარეცხის მანქანა, მობ.ტელეფონი, კომპიუტერი და ა.შ. ასევე, გვერდზე არ გაიყიდება ავეჯი, ტანისამოსი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. (მსგავსი ნივთები გასაყიდად დაიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარმოადგენენ ანტიკვარიატს ან ხელნაკეთ, არასერიულ და იშვიათ პროდუქტს)

გვერდის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, არ გამოაქვეყნოს განცხადება, რომელიც არ შეესაბამება გვერდის შინაარსს“, – აცხადებენ „მშრალი ხიდის“ ადმინისტრაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები