ექიმი არჩილ მარშანია, 15 წლის ბათუმელი გოგოს მიმართ სქესობრივი კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეს ეხმაურება სოციალურ ქსელში და მშობლებსა და მოზარდებს მიმართავს.
არჩილ მარშანია მშობლებს მოუწოდებს, მისცენ საკუთარ შვილებს ცოდნა სექსუალური განვითარების შესახებ.
„არასრულწლოვან გოგოზე სექსუალურად ძალადობდა ვიღაც მანიაკი და ამ გოგომ თავი მოიკლა.
? გოგოებო, გამოსავალი სიჩუმეში არ არის, პირიქით გაზიანებთ, იცოდეთ რო მსგავსი არსებობები ვინც გემუქრებიან და სიჩუმეს გაიძულებენ, სინამდვილეში საშიში და ბრუტალურები კი არა, პირიქით, ლაჩრები არიან და საკუთარ თავს იცავენ, რომ მერე სამართალდამცავმა სისტემამ ან ხალხმა არ გადაუარონ. თვითონვე იციან რა სირებიც არიან და რა რეაქცია ექნება ხალხს ამაზე.
ნებისმიერი სირი თუ ვინმე პირადი ფოტო-ვიდეო მასალის გასაჯაროვებით გემუქრებათ, პირველ რიგში იცოდეთ რომ ჯობია არავის გაუგზავნოთ არასდროს, თუმცა თუ მაინც მოხდა, მისი უნებართვოდ გასაჯაროვება კანონით ისჯება, მოინიშნავთ მაგ მუქარის მესიჯებს და განაცხადებთ პოლიციაში და მაგნაირ სირს ჩააყუდებენ ციხეში.
15 წლის ბათუმელ გოგოზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
გამოძიებით დაადგინა, რომ 15 წლის გოგო, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა, სისტემატურად სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო.
? მშობლებო, 21-ე საუკუნეა და ჯობია რუსული, ერთუჯრედიანი პროპაგანდისტული მესიჯებით კი ნუ უტენით ბავშვებს თავს, გეები რო ქართველობას გვართმევენ, სექსი რო სასიკვდილო ცოდვაა და ელტონ ჯონის მოსმენით რო გგონიათ კაცს შეიძლება კაცზე აუდგეს და ა.შ.
მიეცით სექსუალური განათლება (არა, სექსის პოზების სწავლას არ ნიშნავს ეგ და არც სადმე სკოლაში შეყვანაა საჭირო, მოზარდს შეკითხვებზე რომ ჩხუბის ან ენის მოჩლექით არ გასცეთ პასუხი და ადეკვატურად უპასუხოთ უკვე საქმეა), ყოველთვის გაუმეორეთ რომ მათ აქვთ ოჯახის უპირობო თანადგომა ყველა საკითხში და მას არაფერზე ლაპარაკის არ უნდა ეშინოდეს და მუდმივად გრძნობდეს ოჯახის თანადგომას.
იმიტომ რომ ჯერ ერთი, არავის არაფერში არ სჭირდება ეს ჩვენი „ქართველობა“ (რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს, არ ვიცი) და მეორე, ამის ბრალია როცა (თუ) არასრულწლოვანზე ძალადობენ და ის შიშით სახლში თუ პოლიციაში ვერაფერს ამბობს.
? და ბოლოს, მაგ ტიპის არსებებს ‘დაქენსელების’, ‘გარიყვის’ და მსგავსი პოეტური ტერმინებით მუქარის არ ეშინიათ, ერთადერთი რისიც ეშინიათ არის ხალხი და პოლიცია, იმიტომ რომ ყველამ კარგად იცის არც ერთი „გაგების“ გარემოში არ გამართლდებიან.
ამიტომ დამატებით, მამებს, ვისაც 90-იანებში 15 წუთი მაინც გაგივლიათ ქუჩაში და ცხოვრება ორდღიან ვორქშოფებზე, ყავით ხელში და რთულად დასამახსოვრებელი სიტყვებით არ გაქვთ ნასწავლი, რეალობა არ დაგიკარგავთ და შვეიცარიაში არ გგონიათ რომ ცხოვრობთ, იცით რაც უნდა ქნათ, მსგავს შემთხვევასთან „ახლოს თუ მოგიწევთ გავლა“, – წერს არჩილ მარშანია.
ცნობისათვის, 23 წლის ლაშა ნინიძეს, რომელსაც გამოძიება 15 წლის გოგოზე სისტემატურ სექსუალურ ძალადობას ედავება, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გუშინ, 15 ივნისს პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებით დაადგინა, რომ 15 წლის გოგო, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა, სისტემატურად სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო.