LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშობლებმა შვილის მითხოვებისთვის საქმროს 40 ათასი დოლარი მოსთხოვეს – ბიჭმა დასახმარებლად მთავრობას მიმართა

113
Screenshot 2023-07-18 141618

ჩინეთში მცხოვრები მამაკაცი დასაქორწინებლად ემზადებოდა, თუმცა საცოლის გამოსასყიდი თანხა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ დასახმარებლად მთავრობას მიმართა. უჩვეულო ისტორიას South China Morning Post ავრცელებს.

ჩინეთში, განსუს პროვინციის მკვიდრმა მერის საიტზე ოფიციალური საჩივარი დაარეგისტრირა. კაცი მთავრობას სთხოვდა, რომ რამე ექნებათ, დახმარებოდნენ საცოლის მშობლებთან მოსალაპარაკებლად, რამეთუ მათ ქალიშვილის გამოსასყიდად არანორმალურად დიდი თანხა დაასახელეს. გოგონას ახლობლები თავის მხრივ აცხადებენ, რომ მათ რეგიონში პატარძლისთვის მინიმალური თანხა 288 ათასი იუანია (41 ათას დოლარზე მეტი), ხოლო იმ პროვინციაში საიდანაც საქმროა – 120 ათას იუანზე (16 ათასი დოლარი) მეტს არ იხდიან.

საქმრომ ისიც აღნიშნა, რომ გამოსასყიდის თანხაში არ იყო გათვალისწინებული მანქანისა და ბინის ღირებულება, რომელიც ასევე ბიჭის მხარემ უნდა წარადგინოს. ჩინელის თქმით, მისი ოჯახი ამხელა თანხებს უბრალოდ ვერ გასწვდება, თუმცა ამის აღიარება უჭირს, რადგან თავისი რჩეული ძალიან უყვარს.

ჩინოვნიკებმა საჩივრის საპასუხოდ დაწერეს, რომ ბოლო პერიოდში გამოსასყიდი თანხის მკვეთრად შემცირების ტენდენცია შეინიშნება და ისინი შეეცდებიან, რომ ამ საკითხზე მეტი იმუშაონ და საფასური კიდევ უფრო ნაკლები გახადონ. თუმცა, პრობლემის მოგვარების რაიმე კონკრეტული გზა წერილში არ იყო აღნიშნული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები