LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშობლები განქორწინებულები არიან, ბავშვები მამასთან ცხოვრობდნენ – 9 და 12 წლის შვილების გაუპატიურებისთვის დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს

246
ბავშვი

არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებულ მამას და მასთან ერთად კიდევ ერთ ბრალდებულ პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

9 და 12 წლის ბავშვების გაუპატიურებისთვის ორი პირია დაკავებული, ერთ-ერთი ბავშვების მამაა

ბრალდებული მამა ფაქტს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. რაც შეეხება მეორე დაკავებულს, ადვოკატი დეტალებზე ჯერჯერობით ვერ საუბრობს, მაგრამ განმარტავს, რომ ის ოჯახის ახლობელი არ არის. ამასთან, ჰქონდათ თუ არა ფსიქოლოგიური პრობლემები დაკავებულებს, ადვოკატის თქმით, ეს საქმეში ჯერჯერობით არ იკვეთება.

რაც შეეხება ბავშვებს, ისინი სოციალური დაცვის სამსახურში გადაიყვანეს.

„ბრალი ასეთია – მამას და ამ ადამიანსაც ბავშვებთან ჰქონდათ სექსუალური კავშირი. მშობლები განქორწინებულები არიან, ამიტომ ისინი მამასთან ერთად ცხოვრობდნენ, მანამდე კი სოფელში იზრდებოდნენ, ბებია და ბაბუა ზრდიდნენ ბავშვებს. მამასთან საცხოვრებლად ახლახან წამოვიდნენ. დედა სად ცხოვრობს , არ ვიცი.

ბრალდებული ფაქტს არ აღიარებს, დეტალებზე კი დუმილის უფლებით სარგებლობს. ორივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა“, – განაცხადა სოფო გოგლიჩიძემ.

ცნობისთვის, არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. 45 წლამდე მამაკაცი 15 წლამდე ასაკის შვილების მიმართ სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული. არსებული ინფორმაციით, საუბარია 9 და 12 წლის ბავშვებზე. მამასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 137- ე (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურება) და 140- ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები