LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მშობელი თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს, როცა მისი შვილი სკოლაში იმყოფება” – განათლების მინისტრი

74

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დღეს მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიიულოცა. ის 150- ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც სწავლების ახალი მოდელის საპილოტე ვერსია უნდა დაინერგოს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს იქნება წარმატებული ნიმუში და თავისთავად სწრაფად დიწყება ამის გავრცელება სხვა სკოლებშიც.

“ახალი მოდელი საკმაოდ კომპლექსური მოდელია, რომელიც ბევრ მიმართულებებს ითვალისწინებს, მათ შორის, საგაკვეთილო პროცესში უფრო მეტი ანალიზის შემოტანას. დღეს თანამედროვე ბავშვებს სჭირდებათ უფრო მეტი ანალიზი, მსჯელობის, სწორი გადაწყვეტილებების უნარების განვითარება და ეს ყველაფერი ამას მოემსახურება და გარდა ამისა, უფრო მეტი ტექნოლოგიები ინოვაციები, რომელიც დაინერგება სკოლაში.

ეს პროცესი დაიწყება ეტაპობროვად, დაიწყება დაწყებითი კლასებიდან და გავრცელდება ზედა კლასებშიც. გარდა ამისა სკოლებში შეტანილია ახალი სახელმძღვანელოები და ვფიქრობთ რომ მნიშვენლოვნად გაუმჯობესებულია… ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წონაა შემცირებული. ასევე საღებავები, რომლებიც გამოყენებულია ბეჭდვისთვის, უსაფრთხოა ბავშვებისთვის”, – აღნიშნა ბატიაშვილმა

რაც შეეხება კითხვას, როდის გამოცხადდება საბაზო საფეხურის გრიფირება, მინისტრის განცხადებით ეს პროცესი დაგეგმვის პროცესშია.

“გვინდა დავგეგმოთ, რომ არ მოხდეს იგივე გაუგებრობები, რაც წლებში იყო. პირველ რიგში ხდება შეფასება, როგორ მიმდინარეობდა, ეს პროცესი, რომ დავინახოთ ყველა ის ხარვეზი რაც ქონდა ამ პროცესს და შესაბამისად, დაინერგება ეს პროცესი ისე, რომ აღარ მოხდეს ექსტრემალურ გარემოში მუშაობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვებმა მიიღონ მნიშვენლოვნად გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები და რაც შეიძლება ნაკლებ კითხვებს აჩენდეს თვითონ პროცესი” – აღნიშნა მინისტრმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა მანდატურის ინსტიტუტის გაზრდილ უფლებებს და სკოლებში უსაფრთხოების მნიშვნელობას.

“მნიშვნელოვანია მანდატურების უფლებების გაფართოება, მათი გადამზადება და ტრენინგი. ასევე მნიშველოვანია ფსიქოლოგის ჩართულობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, მშობელი გრძნობდეს თავს უსაფრთხოდ, როცა მისი შვილი იმყოფება სკოლაში”, –  განაცხადა ბატიაშვილმა.