ქალაქის ქაოტური განაშენიანების თვალსაზრისით ერთ–ერთი სერიოზული პრობლემა ნებართვების გარეშე მშენებლობებია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ, განუცხადა.
„ჩვენ ამას თავს ნამდვილად ვერ დავუხრით, ვიქნებით ძალიან პრინციპულები. ეს არის ის, რასაც ვეწინააღმდეგებით თითოეული ჩვენგანი. ეს არის ქალაქის ქაოტური განაშენიანების თვალსაზრისით ერთ–ერთი სერიოზული პრობლემა. მიმდინარეობს მშენებლობები ისეთი ფორმით, რომელიც არ უნდა განხორციელდეს, ხდება მშენებლობები ნებართვის გარეშე, რაც სერიოზული პრობლემაა და ჩვენ ამას დავასრულებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.