თბილისში მშენებლობაზე დასაქმებული მამაკაცი დაიღუპა.შემთხვევა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მეორე კორპუსში მოხდა. მამაკაცი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.